პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა და შემდეგ ამ ყველაფრის ტელეეთრში ჩვენება ხელისუფლების უკიდურესად ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს - თინა ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 18:05 | 11.11.2021
ნანახია: 402

ნეტავ თუ ვაცნობიერებთ, რომ პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა და შემდეგ ამ ყველაფრის ტელეეთრში ჩვენება ხელისუფლების უკიდურესად ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს, - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრების გასაჯაროვების შესახებ.

"სიგიჟე უკვე ყოველდღიური, რამის ყოველწუთიერი ხდება.
ბოროტების ბოროტებით დამთრგუნავი არგუმენტები, შუა საუკუნეებიც კი არ არის.
შურისძიება, ანგარიშსწორება, საჯაროდ დამცირება მხოლოდ უკიდურესად მხდალ, მშიშარა, პატარა ადამიანებს შეუძლიათ.

ნეტავ თუ ვაცნობიერებთ ბოლომდე როგორი საშიში და დამაზიანებელია ასეთი ხელისუფლება;
ნეტავ თუ ვაცნობიერებთ, რომ პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა და შემდეგ ამ ყველაფრის ტელეეთრში ჩვენება ხელისუფლების უკიდურესად ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს, რაც მათ არასოდეს, არაფრის წინაშე არ შეაჩერებთ;
ნეტავ როგორ გვძინავს მშვიდად (თუკი და ვისაც) როდესაც ვიცით რომ კინო ჩვენებაზე კი ვართ, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა", - წერს თინა ხიდაშელი.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე