მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 19:05 | 11.11.2021
ნანახია: 336

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარიამიამ გლდანის დაწესებულებასთან წაიკითხა.

"მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი".- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს.
 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე