ზელენსკისა და ღარიბაშვილს შორის, სააკაშვილთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 12.11.2021
ნანახია: 356

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.

ზელენსკის თქმით, საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და მისი უფლებების დაცვას შეეხებოდა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე