ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:01 | 12.11.2021
ნანახია: 403

ევროპარლამენტი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების საკითხია. ფოტიგას თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ელოდება და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

„შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით როგორც პიროვნება, რომელსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხოლო მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ზოგადად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და დასავლეთშიც, ჩვენს საზღვართან არსებული ვითარება შემაშფოთებელია. ძალიან რთული დრო დგას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქ ვარ, რათა შევაფასო არსებული ვითარება. ვიმედოვნებ, ბატონ სააკაშვილს მოვინახულებ. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მის მონახულებამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამჟამად იუსტიციის სამინისტროსგან მის მონახულებაზე დაშვების ნებართვას ველოდები, რასაც როგორც წესი, დრო სჭირდება“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე