დიახ, სააკაშვილი ქართველებმა შეურაცხყვეს, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით - მარგველაშვილი რუსებს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 12.11.2021
ნანახია: 413

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმიანება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს და მასზე რუსული პროპაგანდისტული მედიის რეაქციას.

"რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს "ოპრიჩნინას" მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის", - წერს მარგველაშვილი "ტვიტერზე".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე