"თავისუფლება მიშას" - იუსტიციის სამინისტროსთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 12.11.2021
ნანახია: 312

"თავისუფლება მიშას" - ამ მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან იმართება. ისინი სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ. მანამდე აქცია მეტროსადგურ დიდუბესა და სამას არაგველზე გაიმართა.

მონაწილეები ფეხით მსვლელობით იქ ცოტა ხნის წინ მივიდნენ. აქციაზე მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრ ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ ამისთვის 10-წუთიანი დრო მისცეს მინისტრს გადაწყვეტილების მისაღებად.

აქცია მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე