13 ნოემბერს, 5 საათზე, პარლამენტთან გელოდებით - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 21:36 | 12.11.2021
ნანახია: 366

ხვალ,13 ნოემბერს ვისთვისაც სულერთი არ არის, გელოდებით 5 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

"ხვალ (13 ნოემბერი), ვისთვისაც სულერთი არ არის და ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში, როგორც უკანასკნელმა დღეებმა დაადასტურა, არის აბსოლუტურ უმრავლესობაში, გელოდებით 5 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხვალ, 5 საათზე, პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა ჰქონდეს მომავალში. ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოვანგრევთ", - თქვა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე