ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე - ანა ფოტიგა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 13.11.2021
ნანახია: 412

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.

„ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე. ვწუხვარ მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის გამოსწორების შანსი. საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, – წერს სოციალურ ქსელში ანა ფოტიგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე