სერიოზულად შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო - გალერი

საქართველო, თბილისი - 15:49 | 13.11.2021
ნანახია: 317

ევროპარლამენტარი მიქაელ გალერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გალერის თქმით, სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

"ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში", - წერს გალერი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე