ეს ევროპაში ხდება? - ჟიგიმანტას პავილიონისი ფოტიგას სააკაშვილთან არშეშვებაზე

საქართველო, თბილისი - 16:40 | 13.11.2021
ნანახია: 381

ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას არშეშვებას ეხმიანება.

"საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა უფლება, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ანა ფოტიგას შეხვედროდა, რომელიც თბილისში სპეციალურად ევროპარლამენტისა და ლიტვის პარლამენტის დელეგატებთან ერთად იყო ჩასული.  და ეს ევროპაში ხდება?", - წერს პავილიონისი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე