საქართველო მიუყვება გზას, რომელიც ცენტრალური აზიის დესპოტურმა რეჟიმებმა გაიარეს - ტოომას ილვესი

საქართველო, თბილისი - 18:24 | 13.11.2021
ნანახია: 418

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმიანება.

ილვესი წერს, რომ საქართველო იმ გზას ადგას, რომელიც ცენტრალურმა აზიის დესპოტურმა რეჟიმებმა გაიარეს.

"სააკაშვილის მიმართ სასტიკად მოპყრობის შემზარავი კადრებითა და მსგავსი ქმედებებით, გირჩის წევრის, ბორის ყურუას 6-დღიანი დაპატიმრებით, საქართველო მიუყვება გზას, რომელიც ცენტრალური აზიის დესპოტურმა რეჟიმებმა გაიარეს. ამ ქვეყნებს დასავლური და ევროპული წესები არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, აღარც საქართველოს", - აღნიშნავს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე