შიმშილობა გია ბარამიძემაც დაიწყო

საქართველო, თბილისი - 18:03 | 14.11.2021
ნანახია: 323

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხადასაჭერად შიმშილობა ენმ-ის კიდევ ერთმა წევრმა, გიროგი ბარამიზემაც დაიწყო. ამის შესახებ მან FACEBOOK-ის გვერდზე დაწერა.

"ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს.

უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია.

ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას.

რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ".- წერს ბარამიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე