რუსთავის საკრებულოს წევრები შიმშილობას იწყებენ

საქართველო, თბილისი - 15:57 | 15.11.2021
ნანახია: 302

რუსთავის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატი შიმშილობას იწყებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წევრები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ.

"სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება, მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, აქედან გამომდინარე, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და ვუერთდებით პროტესტის უკიდურეს ფორმას, რასაც ჰქვია შიმშილობა. შიმშილობას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა და სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება მრავალფუნქციურ კლინიკაში", - თქვა ერთ-ერთმა დეპუტატმა ტელეკომპანია "ფორმულასთან".

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, გუშინ, შიმშილობა დაიწყო საქართველოს პარლამენტის 10-მა წევრმა.

იგივე მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე