კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 15.11.2021
ნანახია: 304

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის ზურაბ გირჩი ჯაფარიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა დეპუტატის პირადი განცხადება  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის  თაობაზე და შესაბამისი დასკვნა მოამზადა პარლამენტის ბიუროსთვის გადასაცემად.

პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის შესაბამის დადგენილებას.

ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე თავად მიმართა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე