სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ აღმა-დაღმა, მაინც ვერ გამოჩნდებიან იმდენი, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ - სოზარ სუბარი ოპოზიციაზე
საქართველო, თბილისი - 14:27 | 16.11.2021 ნანახია: 485
"რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეასრულოს ამომრჩევლის დაკვეთა, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას, უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და შეეშვას დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას. ხოლო თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, საკუთარი თავის მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა",- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სოზარ სუბარმა მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 10%-ით, ხოლო მომავალ წელს 6%-ით გაიზრდება.
„ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, მთავარი კანონი, რომელმაც უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ 2022 წლის პრიორიტეტები, არამედ შემდეგი წლების განვითარების მიმართულებაც და ვექტორიც. ეს არის დოკუმენტი, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს ათი პროცენტით გაიზარდება, გაისად 6 %-ით და ეს იქნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპის მასშტაბითაც. ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი რესურსი მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის სწრაფი განვითარებისკენ და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებისკენ. შედეგად, მომავალი წლის 1 იანვრიდან, 70 წელს მიუღწეველი პენსიონერის პენსია 260 ლარი გახდება, 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერისა კი 300 ლარი. მთაში, შესაბამისად, ეს ციფრები 312 და 360 ლარი იქნება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ 2022 წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. გვახსოვს, რომ 2017 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იყო შეჩერებული და წელს, მიუხედავად პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, მოვახერხეთ, რომ მოხდება ხელფასების 10%-იანი ზრდა მომავალ წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში, კერძო სექტორში შემოსავლების ზრდის ტემპმა ბევრად გაასწრო საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს და ძალიან ძნელი გახდა საჯარო სექტორში პროფესიონალი, მოტივირებული და კეთილსინდისიერი ადამიანების შენარჩუნება და მით უმეტეს, ახალი კადრების მოზიდვა. არადა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა და მოსახლეობის კვალიფიციური მომსახურეობა სწორედ ამგვარ მოხელეებზე დგას. აღარ გავაგრძელებ სიტყვას სხვა მიმართულებებზე - ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთ ციფრს დავასახელებ, რომელიც კარგად ასახავს ზრდის მასშტაბსაც და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის პრიორიტეტულობას. თუკი 2012 წელს მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისთვის მხოლოდ 34 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს 12 - ჯერ მეტი, 400 მილიონი ლარი დაიხარჯება. ცხადია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიჰყვება რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გამოგონილ ყალბ დღის წესრიგს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა ამ ციფრებზე ლაპარაკი. ამიტომ, რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: შეასრულოს იმ ამომრჩევლის დაკვეთა, ვინც ხმა მისცა, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას, უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და შეეშვას დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას. ხოლო თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, საკუთარი თავის მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა და ამ შემთხვევაში, ქუჩაში სიარული კი არა, სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ აღმა-დაღმა, მაინც ვერ გამოჩნდებიან იმდენი, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ და გაამხნევონ",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















