სააკაშვილის დაცვის მხარემ და ნიკოლოზ გვარამიამ, რომელიც არის საქართველოში დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი, მოითხოვეს ვიდეო-ჩანაწერების გასაჯაროება - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 00:01 | 18.11.2021
ნანახია: 396

სააკაშვილის დაცვის მხარემ და ნიკოლოზ გვარამიამ, რომელიც არის საქართველოში დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი, მათ მოითხოვეს კატეგორიულად ვიდეო-ჩანაწერების გასაჯაროება, - განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ თალაკვაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ადვოკატები მაღალი ალბათობით მაინც გამოაქვეყნებდნენ ჩანაწერებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ უნდა იყოს.

"გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მე მინდა გითხრათ სიმართლე რა არის - სააკაშვილის დაცვის მხარემ და ნიკოლოზ გვარამიამ, რომელიც არის საქართველოში დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი, მათ მოითხოვეს კატეგორიულად ვიდეო-ჩანაწერების გასაჯაროება. ამ საქმეზე, როგორც კი გამოძიება დაიწყო, სახელმწიფო ვალდებული იყო, რომ ეს კადრები გადაეცა სააკაშვილის ადვოკატებისთვის და მაღალი ალბათობით ისინი მაინც გამოაქვეყნებდნენ ამ ჩანაწერებს. ასე, რომ პრეტენზიები აქ ჩვენი მიმართულებით არ უნდა იყოს.

ამ კადრებმა სააკაშვილის მხარდამჭერებში დიდი აღშფოთება გამოიწვია, ხოლო ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებაში კი, გარკვეული ემპათია. მინდა შევახსენო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი სააკაშვილის თავგამოდებულ დამცველებს, რომლებსაც საკითხის მხოლოდ ერთი მხარე აინტერესებთ, რომ ჩვენ გვახსოვს,  სააკაშვილი როგორ მოათავსეს უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებაში. მაშინ არ მახსენდება არც ერთი მათგანის პრეტენზია. ამ კადრებს თუ შევადარებთ, ეს ხალხი უკიდურესად მიკერძოებიულია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.