ხელისუფლება თუ არ გადაიყვანს სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში, ეს იქნება კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა და შავი ლაქა „ქართული ოცნების” ზურგზე - აკაკი მინაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:36 | 19.11.2021
ნანახია: 310

ხელისუფლება თუ უმოკლეს ვადაში არ გადაიყვანს მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში, ეს კიდევ ერთხელ მკვლელობის მცდელობა და შავი ლაქა იქნება „ქართული ოცნების” ზურგზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ თავს დაიძვრენს პასუხისმგებლობისგან.

„თქვენ მოისმინეთ კვალიფიციური, ავტორიტარული ექიმების განცხადება. მათ თქვეს, რომ ძალიან რთულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აუცილებელია მისი გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც ყველა შესაძლებლობა და რესურსია, რომ მისი მკურნალობა გააგრძელონ. ეს ძალიან ცალსახა პოზიცია იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ხელისუფლება მას უმოკლეს ვადაში არ გადაიყვანს, ეს კიდევ ერთხელ მკვლელობის მცდელობა იქნება. ეს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა და შავი ლაქა იქნება „ქართული ოცნების” ზურგზე და თითოეულ მის წარმომადგენელზე. არავინ იფიქროს, რომ თავს დაიძვრენს პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე