სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გააგზავნონ, იმ ქვეყანაში, რომელიც მისთვის უფრო სანდო იქნება, ასეთია უკრაინა, ჰოლანდია - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 15:25 | 19.11.2021
ნანახია: 431

მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გააგზავნონ. იმ ქვეყანაში, რომელიც მისთვის უფრო სანდო იქნება და ასეთია უკრაინა, ჰოლანდია, მისთვის ნაცნობი ქვეყნებია. შეიძლება, ამერიკაც, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება.

„რაც უნდა იყოს, კარგი გამოსავალი იქნება სხვა გამოსავალთან შედარებით. არ ვიზიარებ იმ პასაჟს, როცა „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი მძლეთა-მძლედ გამოჰყავს, რადგან ამ მძლეთა-მძლეობას აქამდეც დავინახავდით. ეს არ გამოდის და „ქართული ოცნება“ ამას იყენებს სპეკულაციისთვის და არა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას დააქცევს. თუ ამის ეშინიათ, ცალკე პრობლემაა, რომ ადამიანი სასამართლო პროცესზე ვერ მოიყვანონ, საავადმყოფოში არ გადაგყავდეს. საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანაზე იმიტომ მოვუწოდებთ, რომ ქვეყნის შიგნით „ქართული ოცნების“ უსუსურობას ვხედავთ. თუ ეს არ შეგიძლია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სჯობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე