გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:08 | 19.11.2021
ნანახია: 335

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად იქნებიან დაზღვეული რისკებისგან, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას.

„ასეთი შეთავაზება გაკეთდა იუსტიციის მინისტრის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითად ასპექტს – სამედიცინო მხარეს და უსაფრთხოებას. გორის ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველაფრით, რაც არის საჭირო – აპარატურა, პერსონალი და ა.შ. უსაფრთხოება იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მაღალი რისკები. გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე