ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში დომინანტური იყო - მამუკა მდინარაძე სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

საქართველო, თბილისი - 18:09 | 19.11.2021
ნანახია: 402

 ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ არც იმას, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში დომინანტური იყო, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ საუბრისას.

"მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება. ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ არც იმას, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში დომინანტური იყო. როდესაც ის მოვინახულეთ, ამის შემდეგაც ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ მისი ფაქტორი მნიშვნელოვანია.

გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი და სხვა მოშიმშილეები ამ სიტუაციურ  მოცემულობაში, ამ სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ", - ამბობს მდინარაძე.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე