ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს "ალტ-ინფოს" პარტიის გაუქმებას

საქართველო, თბილისი - 17:44 | 20.11.2021
ნანახია: 491

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ალტ ინფოს" მიერ შექმნილი პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მისი ოფიციალურად დარეგისტრირების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს პარტიის გაუქმების მოთხოვნით.

"რაც შეეხება ალტ-ინფოს პარტიას! კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს. ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.

მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას! ვიწყებთ," - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ძალადობრივმა, პრორუსულმა დაჯგუფებამ "ალტ ინფომ" პარტია დააფუძნა. პარტიას სახელად კონსერვატიული მოძრაობა ერქმევა.

პარტიის დამფუძნებლები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები.

პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე