ბათუმის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა

საქართველო, თბილისი - 18:36 | 25.11.2021
ნანახია: 383

ბათუმის საკრებულოში ახალი ბიუჯეტის დამტკიცების გამო ბიუროს სხდომაზე ხმაურია. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციისა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბათუმის საკრებულოდან ოპოზიციის წევრები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკრებულოს ძველი შემადგენლობით ახალი ბიუჯეტის დამტკიცება, რომელსაც "ქართული ოცნება" გეგმავს, არალეგიტიმური და არაკანონიერი გადაწყვეტილებაა. მმართველი პარტია კი საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობას არ ჩქარობს.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კი ოპოზიცია ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის დღის წესრიგში შეტანას აპროტესტებს. სხდომა საკრებულოში ხვალ არის ჩანიშნული.  

ახალი მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნება" უმცირესობაშია. მას 16 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას - 19.

ფოტო: "მთავარი არხი"


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე