მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:53 | 29.11.2021
ნანახია: 400

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, -  განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს.

"შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა ყველა ქართველმა ეს იცოდე. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ. ამის კლასიკურ მაგალითს ახლა ხედავთ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე