აშშ მტკიცედ უჭერს მხარს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას - სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველო, თბილისი - 20:18 | 29.11.2021
ნანახია: 425

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნატოს რიგის მინისტერიალთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსა და უკრაინისა და მათ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზეა საუბარი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციას.

"ნატოს ლიდერები ერთგული არიან ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს გაწევრიანების გზას ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და აკმაყოფილებს პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს. ივნისში ნატოს სამიტზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთიანობა ამ საკითხში.

აშშ-ი განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა (ANP ასახავს მათი ნატო-სკენ მიმავალი გზის დეტალებს.

საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების (EOP) პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს ნატო-ს მოკავშირეებთან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 30 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე