ნატო-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის ზალკალიანი ბლინკენს მადლობას უხდის

საქართველო, თბილისი - 12:23 | 02.12.2021
ნანახია: 389

რიგაში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მადლობას უხდის და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"მადლობა სახელმწიფო მდივან ბლინკენს ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, იმისათვის, რომ ხაზი გაესვა საქართველოს საკითხს მაღალი დონის დღის წესრიგში და ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებაში კონტექსტში, მათ შორის ავღანეთში განვითარებული მოვლენების დროს. მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის," - ნათქვამია ზალკალიანის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე