სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:47 | 02.12.2021
ნანახია: 381

სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

მისივე თქმით, სიამოვნებით იქნებოდა მასთან ერთად საბრალდებო სკამზე.

„ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე, რადგან ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია, ოღონდ ვიდრე სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში, დაწყებული ტუბერკულოზიდან და ა.შ. სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და სასწრაფოდ გაუკეთეს ნიუ-იორკ ჰოსპიტალში ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის ეს თანხა შეტანილი?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე