როგორ ებრძვის იმუნური სისტემა ინფექციას და როდის ილევა ჩვენი ანტისხეულები - ყველაფერი იმუნიტეტის შესახებ
საქართველო, თბილისი - 23:21 | 23.12.2021 ნანახია: 49202
ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ან ინფექციის გადატანის შემდეგ, ისინი შეძლებენ, პანდემიამდელ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, თუმცა ექიმები ხაზგასმით ამბობენ, რომ სიფრთხილის დაცვა ანტისხეულების არსებობის დროსაც აუცილებელია.
რა არის იმუნური სისტემა, რას ნიშნავს ანტისხეულები და როგორ გამოიმუშავებს ორგანიზმი დაცვას ინფექციისა და ვირუსის წინააღმდეგ? იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციისგან.
ანტისხეულები კი პროტეინებია, რომელსაც გამოიმუშავებს იმუნური სისტემა. მათი საშუალებით ორგანიზმი ებრძვის ინფექციას და, ასევე, იცავს ადამიანს სამომავლო ავადმყოფობისგან.
როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმარტავს, როდესაც ადამიანი ინფიცირებულია ვირუსით ან ბაქტერიით, იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომ დაავადებას ებრძოლოს. ასევე, თქვენი იმუნიტეტი სრულიად უსაფრთხოდ სწავლობს, როგორ გამოიმუშავოს ანტისხეულები ვაქცინის საშუალებით. როდესაც თქვენ გაქვთ გარკვეული რაოდენობის ანტისხეულები კონკრეტული დაავადების მიმართ, ისინი აღნიშნული დაავადებისგან გიცავენ. მაშინაც კი, თუ თქვენ მაინც დაინფიცირდებით, ანტისხეულები დაგიცავენ მძიმე დაავადებისგან, რადგან თქვენს ორგანიზმს უკვე ექნება დაავადებასთან ბრძოლის გამოცდილება.
დაცვის ხანგრძლივობა, სხვადასხვა დაავადების დროს - განსხვავებულია. ის, ასევე,დამოკიდებულია სხვა ფაქტორზეც. ანტისხეულები იმუნური პასუხის მხოლოდ ერთი ნაწილია.
ანტისხეულები და კოვიდი
„კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსის - SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არსებობს იმ ადამიანების სისხლში, რომლებმაც გადაიტანეს ინფექცია ან აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაცია ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე კოვიდით დაავადება. აცრა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე 5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. საქართველოში ვაქცინაცია, ჯერჯერობით, 12 წლიდანაა ნებადართული. თუ ადამიანმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი, ვაქცინაცია მათ იმუნურ პასუხს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ძალიან მნიშვნელოვანია იმისი ცოდნაც, რომ ბევრი ადამიანი, - ვისაც აქვს ანტისხეულები SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ, ვაქცინირებულია ან გადატანილი აქვს ინფექცია, - შესაძლოა, მაინც დაავადდეს ვირუსით. მეცნიერებს კი ამ ეტაპზე შეუძლიათ მხოლოდ იმის თქმა, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში რეინფიცირების რისკი ძალიან დაბალია. არცერთი ვაქცინა ადამიანს დაავადებისგან 100 პროცენტით არ იცავს, თუმცა მძიმე დაავადებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და გარდაცვალებისგან ვაქცინირებული ადამიანი, აუცრელთან შედარებით, ბევრად დაცულია.
ყველა სხვა ინფექციის მსგავსად, კორონავირუსისგან დამცავი ანტისხეულები, დროთა განმავლობაში, მცირდება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შესაძლოა, ანტისხეულების მაჩვენებელი იმდენად დაბლა ჩამოვიდეს, რომ თქვენი დაცვა ვირუსისგან ვეღარ შეძლოს. ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან, რა რაოდენობით განისაზღვრება ანტისხეულები ზღვრის ქვემოთ. ამასთან, მაშინაც კი, თუ ანტისხეულები გაქრება, შესაძლოა, იმუნურ სისტემას ჰქონდეს უჯრედები, რომლებსაც ახსოვთ ვირუსი და, ინფიცირებისას, ორგანიზმის დაცვაში ჩაერთვებიან. ეს არის საკითხები, რომლებსაც მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკვლევენ.
თუ თქვენ კორონავირუსის ანტისხეულები გაქვთ, რას ნიშნავს ეს?
კორონავირუსის ანტისხეულებზე დადებითი ტესტი ნიშნავს, რომ ადამიანმა „კოვიდ-19“ გადაიტანა, ან აიცრა კორონავირუსის წინააღმდეგ. ანტისხეულების ტესტი არ გამოიყენება ვირუსის სიმპტომების დროს იმის დასადგენად, აქვს თუ არა ადამიანს ინფექცია. ადამიანების უმეტესობას, ჯანმრთელი იმუნური სისტემით, ანტისხეულების გამოსამუშავებლად, 1-დან 3 კვირამდე სჭირდება.
მათ, ვისაც აქვს ანტისხეულებზე ტესტის დადებითი პასუხი, შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, თუმცა აუცილებელია, რომ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ნორმა, მათ შორის - ჩაიტარონ ვაქცინაცია.
რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ მეცნიერებს კორონავირუსის ანტისხეულების შესახებ, კოვიდის მკურნალობისა და კონტროლის უფრო მეტი საშუალება ჩნდება.
სეროლოგიური დაკვირვება, რომელიც პოპულაციაში ანტისხეულებს იკვლევს, იძლევა ინფორმაციას, რამდენი ხნის განმავლობაში იცავენ ანტისხეულები ორგანიზმს კორონავირუსის წინააღდეგ და განსხვავდება თუ არა დაცვა - აცრილებსა და კოვიდგადატანილ ადამიანებს შორის.
მეცნიერები, ასევე, სწავლობენ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც შესაძლოა, დაბალი რაოდენობის ანტისხეულებს გამოიმუშავებდნენ - მაგალითად, იმუნოკომპრომისული პირების შედეგებს ადარებენ ჯანმრთელი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის საშუალებითაც ისინი გადაწყვეტენ, საჭიროა თუ არა დამატებითი ვაქცინაცია ან „ბუსტერდოზები“.
მეცნიერები სწორედ ამ კვლევების საშუალებით ადგენენ, გამოავლენენ თუ არა ვაქცინები ძლიერ დაცვას კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















