თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ახალი შენობის მშენებლობისათვის 4,5 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას ჩადებს
საქართველო, თბილისი - 13:22 | 03.03.2016 ნანახია: 4445
2016 წლის პირველი დიდი გერმანული ინვესტიცია საქართველოში განათლების სფეროში გაკეთდება: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა მომდევნი თვეებში მთლიანობაში 4,5 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დახარჯვას აპირებს ბაგებში სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად. გერმანიის ფედერალური მთავრობა მშენებლობისათვის 3,2 მილიონ ევროს გამოჰყოფს. გერმანიის ელჩმა ბეტინა კადენბახმა და თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ 2016 წლის 3 მარტს საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ელჩის რეზიდენციაში შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს დაარსდა და მას ამჟამად ექვსი კლასი აქვს. სკოლასა და მის ბაღში დღესდღეობით 109 ბავშვი სწავლობს. სკოლის კავშირს დაგეგმილი აქვს, 2022 წლამდე სკოლა აქციოს სრულყოფილ გერმანულ საზღვარგარეთის სკოლად, რომელსაც ექნება 12 კლასი და რომელშიც სამასამდე ბავშვი ისწავლის. საბავშვო ბაღში კი სამოცამდე ადგილი იქნება.
სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი 2014 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა სკოლას. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით. გერმანიის ფედერალური მთავრობის გარდა სკოლის შენობის მშენებლობას კრედიტით ხელს უწყობს ასევე პროკრედიტ ბანკიც.
„თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა არაჩვეულებრივი მაგალითია განათლების სფეროში ჩამოყალიბებული გერმანულ-ქართული ურთიერთობებისა“, აღნიშნა გერმანიის ელჩმა ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. „გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ 3,2 მილიონი ევროს გამოყოფა სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვენდობით საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას. სკოლისათვის გაწეული დახმარებით ჩვენ შეგვაქვს წვლილი საქართველოს განათლების სფეროს შემდგომ განვითარებასა და გერმანელი ინვესტორებისათვის საქართველოს მიმზიდველობის გაზრდაში.“
სკოლის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა საშა ტერნესმა მადლობა გადაუხადა ელჩს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საზღვარგარეთის გერმანული სკოლის მუდმივი მხარდაჭერისათვის. ამავე დროს მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ბაგებში გამოყოფილი ნაკვეთისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დაწყება. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თანამედროვე გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენებული სკოლის ახალი შენობა იქნება ეკოლოგიური და ენერგოეფექტური, რათა რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედება მოხდეს გარემოზე. ასე მაგალითად შენობის კომპლექსი ფერდობიან ნაკვეთზე ისე დაიგეგმა, რომ არ იქნება აუცილებელი დიდი ცვლილებების შეტანა ლანდშაფტში. მშენებლობის დაწყება დაგეგმილია გერმანული ენის თვის ფარგლებში 2016 წლის მაისში.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















