დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან - ალექსანდრე ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს
საქართველო, თბილისი - 17:23 | 31.03.2023 ნანახია: 1092„მე არ მინდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ამის გამო ძალიან გაკრიტიკებდით. მე მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანამიმდევრული საქართველოს ეროვნული, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას, მე მეშინოდა, რომ თქვენ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს და ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ გამოსვლისას მოვისმინე და ზოგადად, ბოლო პერიოდში თქვენგან საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს ვისმენ. მადლობა თქვენ იმ პოზიციისთვის, რომლითაც ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ საქართველოს. დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს.
მისი თქმით, ჩვენს სახელმწიფოს ახლა აქვს ორი დიდი მიზანი, ეს არის უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი და 2024 წელს, არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება.
„უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა ევროპის კარი ღიაა და ჩვენ კონკრეტული დავალებები უნდა შევასრულოთ. მეორე ისტორიული ამოცანაა, რომ 2024 წელს ხელისუფლება შეიცვალოს. „ქართული ოცნება“ დღეს არის უიდეო და უშინაარსო ძალა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ინერციაზეა გადასული. ღრმად მწამს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა იქნება დიდი ნაბიჯი წინ ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გადმოსვლა დარბაზის საპირისპირო მხარეს ასევე, არ შეიძლება რადგან ეს იქნება 3-5 ნაბიჯი უკან გადადგმული, ვინაიდან თქვენ ამ 11 წლის განმავლობაში მხოლოდ რევანშიზმით ხართ შეპყრობილი. ამ ორი ეროვნული მიზნის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















