საუკეთესო იტალიური „პანეტონე“ საირმის საცხობიდან
საქართველო, თბილისი - 17:10 | 12.04.2023 ნანახია: 914
აღდგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წინასადღესასწაულო სამზადისიც უკვე დაწყებულია. ამ სამზადისის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი ყველაზე გემრიელი სააღდგომო პასქისა და „პანეტონეს“ აღმოჩენის პროცესია.
ბოლო წლებია, რაც „საირმის საცხობში“ ტრადიციული იტალიური „პანეტონე“ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მზადდება. იტალიური რეცეპტითა და ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხის ქართული ნედლეულითა და საირმის უნიკალური მინერალური წყაროებითა და თაფლით შეიქმნა გამორჩეული გემო, რომელიც, გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა.
„საირმის საცხობში“ შეფმა კახა ვაჩეიშვილმა და მისმა გუნდმა „პანეტონეს“ პირველი რეცეპტი საქართველოში ორი წლის წინათ ჩამოიტანეს. სულ ცოტა ხნის წინ კი კვლავ სტუმრობდნენ იტალიას, სადაც კლასიკური „პანეტონეს“ მომზადების ტექნოლოგიის მასტერკლასი გაიარეს და კურორტ საირმეში მისი სრულიად ნატურალური რეცეპტით დაბრუნდნენ.
მხოლოდ ნატურალური ნედლეული, ბუნებრივი საფუარი, რომელიც საფუვრად არც კი მიიჩნევა, და არანაირი ქიმიური დანამატი - სწორედ ამიტომ ამ ტექნოლოგიით „პანეტონეს“ დამზადება დაახლოებით სამკვირიანი პროცესია და საირმის საცხობი ერთადერთი ადგილია საქართველოში, რომელმაც ეს უნიკალური ტექნოლოგია დაამკვიდრა.

კახა ვაჩეიშვილი, საირმის საცხობის შეფი: „პირველი რეცეპტი, რომელიც ჩამოვიტანეთ, არ იყო უსაფუვრო ცომზე დაფუძნებული. ახალი რეცეპტითა და ტექნოლოგიით კი უსაფუვრო „პანეტონეს“ კლასიკური ცომით ვამზადებთ. იდეალურად დაბალანსებული გემოსა და ფაქტურის მისაღებად საკმაოდ შრომატევად და ხანგრძლივ პროცესს გავდივართ. ორი კვირა - საფუვრის, ხოლო სამი დღე უშუალოდ ცომის დამზადებისთვისაა საჭირო. ახლა, იტალიაში ყოფნისას სწორედ ამ სამდღიან პროცესს დავეუფლე. ეს დრო იმისთვისაა საჭირო, რომ „პანეტონეს“ მძიმე ცომი ხელოვნური საფუვრის გარეშე მივიყვანოთ ჰაეროვნებამდე. ესაა ამ რეცეპტისა და ტექნოლოგიის მთავარი საიდუმლოც და გამოწვევაც. ადგილობრივი არომატული თაფლი და საირმის წყალი კი ტრადიციულ „პანეტონეს“ უნიკალურ გემოსა და ფაქტურას სძენს“.
კახა ვაჩეიშვილი ამ სფეროში 2002 წლიდან მუშაობს. ფრანგ, იტალიელ და გერმანელ მცხობელებთან და ფრანგ კონდიტრებთან რამდენიმე დიდ კომპანიაში მუშაობის შემდეგ საკუთარი გეგმები კურორტ საირმის საცხობს 2018 წელს დაუკავშირა. კურორტის განსხვავებული სპეციფიკა, მრავალფეროვნება, სიახლეების მიმართ ინტერესი და სიჯანსაღის პოლიტიკა - ამ ყველაფრის გამო გახდა კურორტი საირმე გამოცდილი და წარმატებული შეფის სასურველი სამუშაო ადგილი. ტრადიციული იტალიური „პანეტონეს“ რეცეპტი კი მისი კარიერის მნიშვნელოვან შენაძენად იქცა.

საქართველოში საირმის საცხობი პირველია, რომელიც კლასიკურ ნატურალურ „პანეტონეს“ სთავაზობს მომხმარებელს.
კახა ვაჩეიშვილი, საირმის საცხობის შეფი: „ჯანსაღი პროდუქტისა და მადის აღმძვრელი გემოების თანხვედრაში მოქცევა ძალიან რთული და შრომატევადია. როცა ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით ვამზადებთ, ოთხმაგად რთულია ერთი და იმავე გემოს შენარჩუნება, რადგან ნატურალურ პროდუქტს, ქარხნულისგან განსხვავებით, თავისთავად არ აქვს ყოველთვის ერთი და იგივე გემო. ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
სამომავლოდ ვგეგმავთ შიგთავსებით მის გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა გემოს დამატებას. გარდა ამისა, უკვე დიდია მოთხოვნა, რომ „საირმის საცხობი“ არსებობდეს საქართველოს დიდ ქალაქებში და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებაც იგეგმება“.
საირმის საცხობი, ნატურალური „პანეტონეს“ გარდა, მომხმარებელს დიაბეტურ და უგლუტენო პროდუქციასაც სთავაზობს. თითოეული ნაწარმი საირმის წყალზე მზადდება, რითაც კიდევ უფრო გამორჩეულ თვისებებსა და გემოს იძენს. სწორედ სიჯანსაღეა როგორც კურორტის, ისე საცხობის პრიორიტეტული მიმართულება.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















