ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა, რომელსაც თანამშრომლების ჩაგვრაში ადანაშაულებენ, თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 21.04.2023
ნანახია: 462

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი დომინიკ რააბი თანამშრომლების ჩაგვრაში ბრალდებების გამო გადადგა. იუწყება BBC.

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერს ანალოგიურ მოპყრობაში სულ 24 თანამშრომელი ადანაშაულებს. გამოძიება რვა ბრალდებას იძიებს.

დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, ორი თანამშრომლის ბრალდება, რააბის მხრიდან შეურაცხყოფისა და ჩაგვრის თაობაზე, მართლზომიერია.

გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას რააბი აგრესულად იქცეოდა, თანამშრომლების დაშინებას ცდილობდა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებდა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ.

რააბი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „საშიშ პრეცედენტს“ ქმნის. მისივე განცხადებით, „მომავალში უკმაყოფილო თანამშრომლები არასასურველი მინისტრებისგან გათავისუფლება ჩაგვრაში უსაფუძვლო ბრალდების დახმარებით შეძლებენ“.

„მინისტრებს უნდა ჰქონდეთ უფლება, კრიტიკული რეაგირება მოახდინონ თანამშრომლების საქმიანობაზე“, – წერს რააბი „ტვიტერზე“.

სუნაკმა დომინიკ რააბის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა და ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე