ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო, თბილისი - 19:18 | 05.06.2023 ნანახია: 862
უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, ამიტომ უარი უნდა ითქვას ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
„ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ მთლიანი გზა, მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე. მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო, ჩვენ როგორც სლოვაკეთს გვესმის ეს, სლოვაკეთს თავისი გზის დასაწყისში, ჩვენ მოწვევა არ გვქონია 1998 წელს, რომ გავწევრიანებულიყავით ევროკავშირში, მაგრამ ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ და 2004 წელს სხვა ქვეყნებთან ერთად გავწევრიანდით სხვა ქვეყნებთან, პარალელებს ვალვებთ სხვა საქართველოსთან. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროინტეგრაცია და საქართველოშიც აუცილებელია, რომ ყველა - პოზიცია, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ყველა იყოს ერთიანი ევროკავშირისკენ მისწრაფებაში, მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება.
პოლიტიკაშია ეს ძალიან ბუნებრივია და ნორმალურია ყველა განსხვავებები, მაგრამ თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, ამით საზოგადოებას, მათ მომავალ განვითარებას ვაყენებთ ზიანს და ხდება დეზინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსმა შექმნას კონტაქტები, ხიდები ააშენოს ერთიანობის და ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და შეიძლება ხარვეზებზეც მიგითითოთ, რომელიც უნდა მოგვარდეს. ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას, მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - განაცხადა ბორის კოლარმა. [საქართველოს პარლამენტის სინქრონული თარგმანი]
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















