ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 15:18 | 08.06.2023 ნანახია: 1027
მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება აუცილებელ სერვისებს შორის ერთ-ერთი პირველია. არასწორი რელიეფი, ორმოები გზაზე და ბუნებრივი პირობები შეიძლება სავალი ნაწილის დაზიანების მიზეზი გახდეს. თუმცა ხშირად ავტომფლობელების უმეტესობა აღნიშნულ დეტალებზე მხოლოდ მაშინ იწყებს ზრუნვას, როცა ავტომობილით გადაადგილებისას თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემა:
ვიბრაცია მაღალი სიჩქარით მოძრაობისას
სავალი ნაწილებიდან უჩვეულო ხმაური
გართულებული მართვა
სამუხრუჭე სისტემის არაეფექტიანობა
საბურავების სწრაფი და არათანაბარი ცვეთა
დისკომფორტი უსწორმასწორო გზებზე მოძრაობისას და ა.შ.
სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი ერთი დეტალის გაუმართაობამაც კი შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.
სპეციალისტების რჩევით, სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა, მართვის სტილის გათვალისწინებით, პერიოდულად აუცილებელია. სავალი ნაწილის შემოწმებისას დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ დეტალებზე:

სამუხრუჭე ხუნდები და დისკები
სავალი ნაწილის შემოწმებისას, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ხუნდების რესურსი და დისკის მდგომარეობა, ვინაიდან ისინი ჩვენი უსაფრთხო გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. შემოწმების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს ისეთი სწრაფად ცვეთადი დეტალები, როგორებიცაა სამუხრუჭე ხუნდი და დისკი. ამ დეტალების რესურსის ამოწურვა/გაუმართაობა იწვევს არაეფექტურ მუხრუჭს, გაზრდილ სამუხრუჭე მანძილს და ა.შ.
ბერკეტები და მილისები
ბევრი მძღოლისათვის შესაძლოა რთული გასაგები იყოს ბერკეტებისა და მილისების მნიშვნელობა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დეტალები სავალი ნაწილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია. მათზეა დამოკიდებული სხვადასხვა მანევრის შესრულებისას ავტომობილის მდგრადობა და კომფორტული გადაადგილება. ბერკეტის ან ბერკეტის მილისების დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა, ავტომობილს აერიოს თვლების ნახარი. ასეთ დროს კი იმატებს საბურავის ცვეთა, უსწორმასწორო გზებზე გადაადგილებისას გამოსცემს ხმებს და მგზავრობა ხდება არაკომფორტული.

ამორტიზატორი
ამორტიზატორის უმთავრესი დანიშნულებაა უსწორმასწორო გზაზე გადაადგილებისას, რაიმე დაბრკოლებაზე ან გზაზე გაჩენილ ჩაღრმავებულ ადგილზე გადავლისას საბურავზე წარმოქმნილი დარტყმითი ძალის შთანთქმა, განეიტრალება. სწორედ ამორტიზატორის ეს თვისება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ნებისმიერ გზაზე გადაადგილებისას. იმ შემთხვევაში, თუ ამორტიზატორი დაზიანდა, თუ დაკარგა სითხე, რომლის დახმარებითაც ფუნქციონირებს, თუ დაზიანდა მისი აგებულების უმნიშვნელოვანესი დეტალი - ზამბარა, მაშინ საბურავზე წარმოქმნილი დარტყმითი ძალა ვეღარ განეიტრალდება და ეს ძალა ავტომობილის ძარასა და სხვადასხვა ნაწილზე მიემართება, რაც მათ დაზიანებასაც გამოიწვევს.
სტაბილიზატორი, სტაბილიზატორის კრონშტეინები და მილისები
ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რა დანიშნულება აქვს სტაბილიზატორს. სტაბილიზაცია - ესაა მისი მთავარი ფუნქცია. მანევრის შესრულებისას ინერციის ძალით ავტომობილი იხრება მანევრის შესრულების საწინააღმდეგო მხარეს და თუ მანევრი არის მკვეთრი და სიჩქარე მაღალი, დიდია ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი ძალიან გადაიხაროს და ეს გადახრა არასასურველი შედეგით დასრულდეს. სტაბილიზატორი ინერციით წარმოქმნილ ძალას თანაბრად ანაწილებს ავტომობილის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, გვეხმარება იმაში, რომ მოხვევისას ავტომობილი მინიმალურად გადაიხაროს. რაც უფრო ნაკლებია გადახრის კუთხე, მით უფრო მაღალია ოთხივე საბურავის გზასთან მოჭიდების ხარისხი და გადაადგილებაც უფრო კომფორტული და უსაფრთხოა. ასე რომ, დაზიანებული სტაბილიზატორით გადაადგილება არცთუ ისე უსაფრთხოა.
სავალი ნაწილის საფუძვლიანი შემოწმება პროფესიული ცოდნის, პროფესიონალიზმისა და აუცილებელი ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მექანიკოსები, სავალი ნაწილების დიაგნოსტირებასთან ერთად, ავტომობილის ნაწილების დროული რემონტისთვის ზუსტ რეკომენდაციებსა და შესაბამის მომსახურებას გთავაზობენ.
„თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში ავტომობილს ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით შეგიკეთებენ.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
- პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე
- ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი
- ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
- უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია
- რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















