რა უპირატესობები აქვს ზაფხულის საბურავებს - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 20:23 | 19.06.2023 ნანახია: 1194
ზაფხულის დადგომასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შეცვლას საჭიროებს - საბურავია, რადგან ავტომობილის უსაფრთხოება მეტწილად მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული.
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს გადააჭარბებს, ავტომობილზე ზაფხულის საბურავების დაყენების დროა. რატომ არის მნიშვნელოვანი სეზონური საბურავების გამოყენება და რა უპირატესობები აქვს მას - ამ თემებზე „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე შუბლაძე საუბრობს.

რატომ არის აუცილებელი, ზაფხულში დავაყენოთ სეზონის შესაბამისი საბურავები?
„ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე მეტად საიმედოა. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მაღალ სტაბილურობას მოსახვევებში და ოპტიმალურ გარბენს თბილ ტემპერატურაზე.
ზაფხულის საბურავის პროტექტორის ნახატი ისეა დატანილი, რომ სველ გზაზე მოძრაობისას უფრო ძლიერ მოჭიდებას უზრუნველყოფს. ზამთრის საბურავების შემთხვევაში ასე არ ხდება და სველ გზაზე მოძრაობისას ავტომობილის დამორჩილება ჭირს. ზაფხულის საბურავების მთავარი მახასიათებლებია: მაქსიმალური მოჭიდება გზებზე, სიჩქარის გაუმჯობესება, მდგრადობა მოსახვევებში და დამუხრუჭების დროს ნაკლები ხმაური“.

რა ხდება, როცა ზაფხულში ზამთრის საბურავებს ვიყენებთ?
„ზამთრის საბურავები დაბალი ტემპერატურის პირობებში უდავოდ შეუცვლელია, რადგან მის შემადგენლობაშია ისეთი ნივთიერებები, რომლებიც თოვლიან და ყინულიან ზედაპირებზე მოძრაობის დროს იდეალური მოჭიდებით გამოირჩევა. თუმცა ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.
ზაფხულში ზამთრის საბურავების გამოყენება ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს, განსაკუთრებით სწრაფი მანევრირებისას. მისი მაღალი პროტექტორები აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. ამის გამო, იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება კიდევ უფრო რთულდება“.

რამდენად გონივრულია ზაფხულში ყველა სეზონის საბურავების გამოყენება?
„ყველა სეზონის საბურავები ზამთრისა და ზაფხულის საბურავების ჰიბრიდია და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებმა ისინი მთელი წლის განმავლობაში გამოიყენონ ისეთ რეგიონებში, სადაც თოვლი და ყინვა იშვიათია. ამ ტიპის საბურავებზე არჩევანს ბევრი მძღოლი აკეთებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალი ტემპერატურისა და სველი ზედაპირის პირობებში მათი ფუნქციონირება ნაკლებად ეფექტურია. მშრალ ზედაპირზე გადაადგილებისას ზაფხულის საბურავები საუკეთესოა მოსახვევებში. ყველა სეზონის საბურავები შექმნილია ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კარგი მოჭიდებისთვის, თუმცა ისინი არ არის გათვლილი სწრაფი მანევრირებისთვის. შესაბამისად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია, რომ სეზონის შესაბამისი საბურავები გამოვიყენოთ“.
რამდენად უსაფრთხოა ზაფხულში მეორადი საბურავის გამოყენება?
„ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გააჩნია, რა მდგომარეობაშია საბურავი, რადგან ყველა მათგანს აქვს ექსპლუატაციის ვადა და შენახვის პირობები. ამასთანავე, ექსპლუატაციის პერიოდში მისი პროტექტორი ცვდება და საბურავი გამოშრობას იწყებს.
საბურავების შეძენისას, ხარისხთან ერთად, მთავარია მათი ასაკიც, რადგან მეორადი საბურავით გადაადგილება საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ზამთარშიც და ზაფხულშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არა მარტო ცვდება, არამედ ძველდება კიდეც - დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთიერებების ეფექტურობის კოეფიციენტი დაბლა იწევს“.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზაფხულის საბურავების შეძენისას სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















