„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტან გოგოს სწავლას დაუფინანსებს
საქართველო, თბილისი - 17:10 | 26.06.2023 ნანახია: 870
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტის, მომავალი გემის კაპიტნის, მარიამ ტუსკიას ერთი წლის სწავლის საფასურს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.
მარიამი საზღვაო აკადემიის იმ გოგონებს შორისაა, რომლებმაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს, გეზი დინების საწინააღმდეგოდ აიღეს და სტერეოტიპულად „არაქალური“ პროფესია აირჩიეს. მან პირველ პროფესიაზე, ბიზნესადმინისტრირებაზე, უარი ორი წლის წინ თქვა და ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი ახლობლებსაც გამოუტყდა, რომ ახალი ოცნება ჰქონდა - გემის კაპიტანი უნდა გამხდარიყო.

მარიამ ტუსკია, ბათუმის საზღვაო აკადემიის, გემის ნავიგაციის სტუდენტი: „ორი წლის წინ, როცა ამ პროფესიის არჩევა გადავწყვიტე, წარმოდგენაც არ მქონდა, რეალურად სად მივდიოდი. მას შემდეგ, რაც სწავლის პროცესში ჩავერთე და მივხვდი, რას ნიშნავს ეს პროფესია, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ისაა, რისი კეთებაც მინდა. როცა პრაქტიკა დავიწყეთ და ზღვაში პირველად გავედით, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ხმელეთზე დაბრუნება აღარ მინდოდა.
მიყვარს გამოწვევები, სიახლეების ძიება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. არ მიჭირს სირთულეებთან გამკლავება, ამიტომ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებაც ძალიან მყარია. ჩემზე არც იმ არასერიოზულ და ზედაპირულ დამოკიდებულებას უმოქმედია, რომელიც ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან შემხვდა, როცა საზღვაო აკადემიაში სწავლა გადავწყვიტე. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის გოგოს საქმე და მალე შევიცვლიდი გადაწყვეტილებას. მაშინ კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, დამემსხვრია ჩემ გარშემო არსებული სტერეოტიპები და ჩემი არჩევანის სერიოზულობაში ყველა დამერწმუნებინა. ახლა მათაც სჯერათ, რომ შევძლებ ოცნების ახდენას - კაპიტნის წოდებასაც მოვიპოვებ და მომავალში ჩემი გემიც მეყოლება“.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მეზღვაურების მხარდაჭერას უკვე მესამე წელია აგრძელებს. წელს კი კომპანიამ ღონისძიების ოქროს სპონსორის სტატუსი მიიღო. მარიამ ტუსკია მეორე გოგონაა, რომლის სწავლის საფასურსაც კომპანია გადაიხდის. გასულ წელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიერ მექანიკოსი მარიამ გურგენიშვილი დაფინანსდა.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ პოლიტიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილია მეზღვაურების მხარდაჭერა და განსაკუთრებით იმ გოგონების წახალისება, რომლებმაც საზღვაო პროფესიები აირჩიეს. გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს გაბედული და მამაცი ადამიანების მომავალ წარმატებაში. სწორედ ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები და რომ მათაც ისევე შეუძლიათ იყვნენ წარმატებული მექანიკოსები და კაპიტნები, როგორც მამაკაცებს.
მეზღვაურის პროფესია ქვეყნის წარმატებისთვის საკვანძო მიმართულებადაა მიჩნეული. მეტი წარმატებული მეზღვაური ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება“.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მარიამ ტუსკია იმ რამდენიმე გოგოს შორის შეარჩია, რომლებიც საზღვაო აკადემიაში ახლა სწავლობენ. რეკომენდაცია თავად აკადემიისგან მიიღო. როგორც ამბობს, მოხარულია, რომ უკვე მოახერხა და სასწავლებელში ყველას თავი დაამახსოვრა. ახლა კი, „ ტოიოტა ცენტრი ბათუმთან“ ერთად, საშუალება აქვს, იმ გოგონებს შემატოს გამბედაობა, რომლებსაც მეზღვაურის პროფესიის არჩევა სურთ.
მარიამ ტუსკია, ბათუმის საზღვაო აკადემიის, გემის ნავიგაციის სტუდენტი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ჯილდოსთვის ვფიქრობ, სწავლისა და მონდომების გამო შემარჩიეს. 16 წლიდან ვმუშაობ და სამსახური ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახლაც, სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ კაფეში სუპერვაიზერის პოზიციაზე ვარ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყველას თავი დავამახსოვრე იმით, რომ გამოცდებზე მაქსიმალურ ქულებს ვიღებ. ეს ფაქტი ყველას ძალიან უკვირს. ის, რაც ადამიანს ძალიან უნდა და რისკენაც მთელი გულით ისწრაფვის, აუცილებლად მიღწევადია.
ძალიან მიხარია, რომ სტერეოტიპები იმსხვრევა და მსგავსი წამახალისებელი და მხარდამჭერი ნაბიჯები უდიდესი სტიმულის მომცემია ჩემთვისაც, ვინც უკვე გადავდგი ეს ნაბიჯი და მათთვისაც, ვისაც გადაწყვეტილების მიღების ჯერ კიდევ ეშინია“.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ სამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერას, სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩეული სტუდენტების წახალისებას და მათ პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას.
--
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
პოლიტიკა
- თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში - ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკოსებს
- მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები 137 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - კობახიძე ევროკავშირის საბჭოს ანგარიშზე
- 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პრობლემის სიმწვავე მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ, კონსტიტუციურ რეაგირებას - გიგა ფარულავა
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















