მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ აღადგინოს ურთიერთობა უკრაინასთან - გიორგი ბარამიძე
საქართველო, თბილისი - 00:07 | 29.06.2023 ნანახია: 1157
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ აღადგინოს ურთიერთობა უკრაინასთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დააბრუნოს ვექტორი დასავლეთისაკენ და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ეს არის აუცილებელი საქართველო-უკრაინის კავშირების გამტკიცებისათვის, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის.
გიორგი ბარამიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.
„დღეს უკრაინის კონსტიტუციის დღეა, უკრაინა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე ქვეყანა განიცდის პირდაპირ აგრესიას იმ მტრის მიერ, რომელსაც ისტორიული მტრობა აქვს საქართველოსთან და რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. უკრაინის პარლამენტში, რადაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებას მოახსენა მისი ხედვა და წარმოთქვა ისტორიული სიტყვა, რომელიც გულისხმობს უკრაინის განვითარებას, წინსვლას და ურთიერთობებს მის მეგობრებთან, მოკავშირეებთან მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის თავდადებით, უკრაინის ხელისუფლებისა და ჯარის ვაჟკაცობით, უკრაინელების ერთად დგომით გაიმარჯვებს უკრაინის მიმართ მთელი ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, რადგან სიმართლე არის უკრაინელი ხალხის მხარე, რუსეთი აგრესორია, რადგანაც რუსეთი დამპყრობელია, რომლის შეჩერება ახლა უკვე არ არის მხოლოდ საქართველოს ან უკრაინის საზრუნავი, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს საზრუნავია.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა თუ რა მოხდება უკრაინის გამარჯვების შემდეგ უკრაინის მეზობლების ბედი და ხაზგასმით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მის საერთაშორისოდ აღიარებას, არამედ ეს ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. ასე უყურებს გმირი უკრაინელი ერის გმირი პრეზიდენტი. პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს. ეს არის ის, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ჩვენ და საუბრობდა ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად ესმის უკრაინის მნიშვნელობა და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობა“, - განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძემ ხელისუფლებას მიმართა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი უკრაინასთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის.
„მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას: პირველი - დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს მოძმე უკრაინელ ერთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, არ შეიძლება, დაუშვებელია და ეროვნული ინტერესების ღალატია, როდესაც საქართველო არის ზურგშებრუნებული უკრაინასთან, როდესაც საქართველოში არ არის უკრაინის ელჩი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მთელი ცივილიზებული სამყაროს მტერს - რუსეთს. მოვუწოდებთ მათ სასწრაფოდ აღადგინონ ურთიერთობები უკრაინასთან. მეორე - დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ არის დრო, დააბრუნონ საქართველოს განვითარების ვექტორი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი ძმების, უკრაინელების არჩევანი,უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოც გაიმარჯვებს უკრაინასთან ერთად და საქართველო და უკრაინა, მოლდოვა და სხვა ცივილიზებული ქვეყნები უნდა იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები. მესამე - სამართლიანობისათვის, თუ კი რაიმე ნატამალი არსებობს ამ ქვეყანაში სიმართლისა და სამართლისა, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა ბარამიძემ.
ზელენსკიმ დღეს განაცხადა: „ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები - საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები“.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















