საქართველოს ბანკმა და სტარტაპ გრაინდმა SVB Capital-ის თანადამფუძნებელთან, არონ გერშენბერგთან შეხვედრა გამართეს
საქართველო, თბილისი - 11:02 | 30.06.2023 ნანახია: 1165
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას და დამწყები ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, „ქორთიარდ მარიოტში“ SVB Capital-ის თანადამფუძნებელთან, არონ გერშენბერგთან (Aaron Gershenberg) შეხვედრა გაიმართა.
SVB Capital მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) კომპანიაა, რომელიც გლობალურად ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციას ახორციელებს. ორგანიზაციისგან მიღებული დაფინანსების შედეგად კი ტექ კომპანიებმა სწრაფად მოახდინეს ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება.
შეხვედრის ფარგლებში არონ გერშენბერგმა კორპორაციებისთვის ინოვაციურ ეკონომიკაზე წვდომის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის წამყვანი ინვესტორისგან მიეღო რჩევები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
„საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ბანკი საქართველოში, მიზნად ისახავს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია დამწყები ბიზნესების გაძლიერებისკენ და ამასთან, საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბად პოზიციონირებისკენ. ჩვენ სტარტაპ გრაინდთან ერთად უკვე მრავალი წელია ვახორციელებთ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ქართული ტექ ბიზნესების საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორებისა და ინდუსტრიის ექსპერტების ქსელში ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სტარტაპ გრაინდთან ერთად, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან, დარგის გლობალურ ექსპერტებთან და პროფესიონალებთან, რათა გაიზიარონ ცოდნა და გამოცდილება, მოიპოვონ დაფინანსება და აღმოაჩინონ განვითარების ახალი შესაძლებლობები, რაც მომავალში მათ ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეთვორქინგის სესიის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეები არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ სტარტაპ გრაინდის მიერ მოწვეულ ინვესტორებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ, დაემყარებინათ ახალი და პოტენციური საქმიანი კავშირები.
ინფორმაციისთვის, არონ გერშენბერგი SVB Capital-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ის სპეციალიზდება გლობალურად ვენჩურული კაპიტალის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასებაში, ასევე ქმნის უნიკალურ ღირებულებით შეთავაზებებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ, ინოვაციურ ეკონომიკაში ჩართვა.
SVB Capital მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია, ინვესტიციას ახორციელებს ინოვაციურ ეკონომიკაში. SVB Capital-ის აქტივები 9.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები მრავალ, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოქმედ სტარტაპს დაეხმარა ზრდასა და განვითარებაში. მათი პორტფოლიო მოიცავს 700-ზე მეტ Unicorn-სა და 60-ზე მეტ Decacorns-ს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















