ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
საქართველო, თბილისი - 19:11 | 03.07.2023 ნანახია: 1988
საქართველოს ბანკის და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობით, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. საწყის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობა 12 უნივერსიტეტის 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. სამი ტურის ფარგლებში შესრულებული დავალებების შედეგად ჟიურიმ 22 ნახევარფინალისტი შეარჩია, მათგან კი ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა.
შესრულებული დავალების შედეგებზე დაყრდნობით, ჟიურის წევრებმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების სამი საპრიზო ადგილის მფლობელი შეარჩიეს, რომლებმაც 20 000 ლარის საპრიზო ფონდი გაინაწილეს. კონკურსის ფარგლებში, პირველ ადგილზე გასულ გუნდს 11 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს - 6 000, ხოლო მესამეადგილოსან გუნდს კი - 3 000 ლარი გადაეცა.
პირველ ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი The Dividend Dudes გავიდა, მეორე ადგილი შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდმა Goal Diggers-მა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი ISET-ის გუნდი - Whizz-Kids გახდა. კონკურსანტების მიერ შექმნილი მაღალი ხარისხის ეფექტური გადაწყვეტების გამო, ჟიურიმ მეოთხე გამარჯვებულიც - ISET-ის გუნდი Hold My Beer გამოავლინა.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტები მუშაობდნენ ისეთ ბიზნეს ქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის სამივე ეტაპზე სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ქეისი იყო წარმოდგენილი. რამაც შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს, მიეღოთ საერთაშორისო დონის ცოდნა და განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები მარკეტინგული საქმიანობის განსაზღვრის, გაყიდვების, ბიზნეს ოპერაციების და ფინანსური ანალიზის მიმართულებით.
ღია რაუნდის დავალება სასმელების სექტორს, ნახევარ ფინალის დავალება საბანკო სექტორს, ფინალური დავალება კი - ფარმაცევტულ სექტორს ეხებოდა.
ფინალური რაუნდის ფარგლებში, სტუდენტებს უნდა შეემუშავებინათ ეფექტური გადაწყვეტები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემდა მათ, მიეღოთ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის საბჭოსგან კომპანიის ახალი მედიკამენტით ბაზარზე ვაჭრობის ავტორიზაცია. შესაბამისად, მონაწილეები ისეთი სტრატეგიის შექმნაზე მუშაობდნენ, რომელიც ერთი მხრივ მომხმარებელს მიაწვდიდა სწორ ინფორმაციას, მეორე მხრივ კი დაეხმარებოდა მათ, კონკურენტებთან შედარებით უკეთესად წარმოეჩინათ საკუთარი მედიკამენტი.
სტუდენტების მიერ წარმოდგენილი მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის შესაძლო ROI-ს, ამონაგების, შემოსავლისა და მოგების გარდა, ჟიურის წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მიერ აგებულ ლოგიკურ ჯაჭვს ეყრდნობოდნენ, რომელიც ქეისის გააზრების, გადაწყვეტის გზების მოძიების, არგუმენტირების პროცესსა და ამ ლოგიკური ჯაჭვის ჟიურის წევრებისთვის წარმოჩენას გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, წელს კონკურსი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად გაიმართა.
„საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ხარისხიან და საერთაშორისო დონის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და პროექტს ვუჭერთ მხარს. TBSC კონსალტინგთან თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე წელია საქართველოში მსოფლიო დონის ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც გამორჩეული, სხარტი და მონდომებული ახალგაზრდებისთვის ვქმნით განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მათში ახალი უნარების განვითარებას და ისეთი ცოდნის შეძენას, რომელიც მომავალში მათ დაეხმარება ადგილი დაიმკვიდრონ წამყვან კომპანიებში. გვიხარია, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერი კონკურსანტების აღმოჩენის შესაძლებლობა გვეძლევა. საქართველოს ბანკის გუნდი კი არ ჩერდება და მომავალში უფრო საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















