„თეგეტა გრინ პლანეტმა“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ პარტნიორებისთვის პრეზენტაცია გამართა
საქართველო, თბილისი - 16:21 | 13.07.2023 ნანახია: 2035
12 ივლისს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ ორგანიზებით გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ ღონისძიება გაიმართა.
„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო და ნარჩენების სწორად მართვის პროცესში პარტნიორების ჩართულობაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობასა და არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა. „თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა მოტორსის“ კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის” უმთავრესი საზრუნავია გარემოს დაცვა, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. ჩვენი ღონისძიების მიზანი იყო „თეგეტას“ კორპორაციული მომხმარებლების ინფორმირება იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ ჩვენი ორგანიზაცია სთავაზობს. გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ გარემოზე ზრუნვის საკითხში და მათთან ერთად გადავდგათ ნაბიჯები დადებითი ზეგავლენების გასაზრდელად“.

ღონისძიებას, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, 100-ამდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სოლომონ პავლიაშვილი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის“ მინისტრის მოადგილე: „დღეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ 6 თვის შედეგების შეჯამება მოვისმინეთ. ნამდვილად საამაყოა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათ ააწყვეს ქსელი, ლოგისტიკა და მოაწყვეს ნარჩენების შეგროვების 46 წერტილი. აღსანიშნავია ციფრებიც, ბოლო 6 თვეში მათი დახმარებით დაახლოებით 600 ტონამდე აკუმულატორი, ზეთი და მეორადი საბურავია ამოღებული გარემოდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ასეთივე ტემპებით გაგრძელდეს და სხვა ბიზნესებიც ჩაერთონ გარემოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეში“.
თეგეტასთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია და სწორედ ამ იდეით 2022 წელს ჰოლდინგში კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, არაკომერციული ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეიქმნა. „თეგეტა გრინ პლანეტი“ ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა. ორგანიზაცია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესრულებაზეა პასუხისმგებელი, რაც გულისხმობს მწარმოებლის/იმპორტიორის ვალდებულებას საკუთარ პროდუქტზე, ამ პროდუქტის მოხმარების შემდეგ ეტაპზეც - პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. საქართველოს მასშტაბით „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-ამდე შეგროვების პუნქტი
ფუნქციონირებს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ყაზბეგში, თელავში, გორსა და ფოთში.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















