საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს - ჩივნინგის სტიპენდიატების ვინაობა ცნობილია
საქართველო, თბილისი - 15:15 | 14.08.2023 ნანახია: 1016
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს მიზანდასახული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობით საქართველოში ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დაფინანსება, ისწავლონ მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებში და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ფინანსური ხელშეწყობით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 23 საუკეთესო სტუდენტი, წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი გამარჯვებული: სოფიო ჯაფარიძე, გიორგი კვინიკაძე და მარიამ შურგაია შეემატა.
სოფიო ჯაფარიძე კიბერ უსაფრთხოების მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვარვიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, გიორგი კვინიკაძე მონაცემთა მეცნიერებისა და მანქანური სწავლების მიმართულებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ხოლო მარიამ შურგაია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, „ლიდერობა განათლებაში“ მიიღებს მაგისტრის ხარისხს.
აღსანიშნავია, რომ ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი გამარჯვებულებს არა მხოლოდ სწავლას, არამედ ისეთ ხარჯებსაც უფინანსებს, როგორებიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი.
„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შექმნას ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაა. ჩვენ უკვე 23 გამორჩეულ, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდას მივეცით შესაძლებლობა, მიეღოთ მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში განათლება. გვახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ შესაძლებლობით. რადგან გვჯერა, რომ განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნიან. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
2024-2025 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება აგვისტოს დასაწყისში დაიწყება და 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/
ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს.
ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან. დღესდღეობით კი მათი რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს.
2013 წელს საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ფინანსური ინსტიტუტი ხელს უწყობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება, წარმატების მიღწევა და უკეთესი მომავლის შექმნა სურთ, საკუთარი მიზნები რეალობად აქციონ.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















