ვეკითხები „ქართული ოცნების“ ვაიქართველებს, 1993 წელს რუსეთმა მოახდინა თუ არა სოხუმის ოკუპაცია, მანამდე ცხინვალის ოკუპაცია და თქვენი მხრიდან ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა მოღალატეობრივი ქმედება? - გიორგი ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 16:02 | 07.11.2023 ნანახია: 1129
თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა
ვაშაძემ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„უმძიმესი ტრაგედია მოხდა სოფელ კირბალში, უდიდესი უსამართლობა. ქართველ პატრიოტს, ყოფილ სამხედროს, თამაზ გინტურს რუსი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მზაკვრულად დაესხნენ თავს და მოკლეს ჩვენი თანამემამულე. საშინელი უსამართლობაა, რომ სანთლის დასანთებად სალოცავში მისულ ადამიანს დაესხნენ თავს და სიცოცხლე მოუსპეს. ეს ყოველივე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცული არ არიან, ეს კონკრეტული დანაშაულის შემცველი გარემოებაა. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს, მთლიანად საქართველოს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ დიდ დანაშაულსა და უსამართლობას, თურმე ოკუპაციაში რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ წინა ხელისუფლება. ეს ხომ ზუსტად რუსული ნარატივია, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ვეკითხები „ქართული ოცნების“ ვაიქართველებს, 1993 წელს რუსეთმა მოახდინა თუ არა სოხუმის ოკუპაცია, მანამდე ცხინვალის ოკუპაცია და თქვენი მხრიდან ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება? მაინტერესებს, როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა პროპაგანდისტული მესიჯბოქსებით. ანუ ამბობთ, რომ საქართველო თავისი თავის მტერია და არა რუსეთი? ნამუსი ხომ არსებობს, ღირსება არ უნდა დაკარგო. კობახიძე-ღარიბაშვილ-მდინარაძეს, კალაძეს ვეკითხები, ოკუპანტი ვინ არის, ვისი ბრალია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. შეიძლება, მტერს მტერი არ დაარქვა და ქვეყნის ოკუპაციაში შენს ქვეყანას ადანაშაულებდე? იცით, რატომ არის თქვენი განცხადებები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ? ხვალ და ზეგ ამას საერთაშორისო ასპარეზზე დაგვიტრიალებენ და გვეტყვიან, რომ მთავრობა გყავს, რომელიც ოკუპაციაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და არა რუსეთს. კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ თამაზ გინტური ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულა. როდემდე უნდა იყვნენ დაუცველები საქართველოს მოქალაქეები. ამაზე გაგვეცით პასუხი, ამაზე ისაუბრეთ და რუსული ნარატივებით საუბარს თავი დაანებეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















