ჩვენთვის საკმარისი არ არის თუნდაც 55 პროცენტის მიღება, ჩვენი ამოცანაა, კიდევ გავაუმჯობესოთ შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 14:42 | 13.12.2023 ნანახია: 849
ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, ეს არის ორი წამყვანი სტრატეგიული კონსულტანტი, რომლებიც დაგვეხმარებიან პიარკამპანიების დაგეგმვაში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, ისინი ჩვენ ასევე გვეხმარებოდნენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და მაშინ ძალიან წარმატებული იყო მათი მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საინტერესო რჩევები ჰქონდათ მათ. მაგალითად ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, რომ ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენი ბანერებით, რაც გავითვალისწინეთ, სასარგებლო აღმოჩნდა და დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში. ის ბანერები სისხლიანი იყო თუ არა ეს სხვა თემაა, მაგრამ ძალიან კარგად ასახავდა „ნაცმოძრაობის“ სახეს, თუმცა მათი იდეა ეს პრინციპში არ იყო. ეს იდეა სხვა კონსულტანტების მხრიდან გაჩნდა, რაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ის, რა დანაშაულებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, რომ შეცდომა არ დაუშვას მომავალში. ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის თუნდაც 55 პროცენტის მიღება, ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი და დავასრულოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტად გვჭირდება თუნდაც იმ ძალიან მაღალი ციფრების გაუმჯობესება, რომლებიც დღეს არის დაფიქსირებული. ჩვენ არ დავჯერდებით 55 პროცენტს, გვჭირდება უფრო მაღალი შედეგი. ჩვენი კამპანია იქნება თვისებრივად პოზიტიური, ავაგებთ ამ კამპანიას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ დაგვჭირდება საზოგადოებისთვის შეხსენება, ვინ არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















