გარანტიას გაძლევთ, რომ ოთხ წელიწადში, საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, არასდროს მომიტყუებიხართ, ისიც გავაკეთე, რომ ჩემი სიცოცხლე გავრისკე, რადგან უზომოდ მიყვარს ჩემი ხალხი, ახლა ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:25 | 20.12.2023 ნანახია: 1928
წინ გვაქვს ახალი წელი, შობა. ხვალ ჩემი დაბადების დღეც არის, საზეიმოდ გამოვეწყვე, მაგრამ საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, იმის გამო, რომ საქართველოში ხალხმა ამჯერადაც გაიმარჯვა და ხალხმა შემდგომი გამარჯვებები უნდა მოიპოვოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, გარანტიას იძლევა, რომ ოთხ წელიწადში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„ხომ გეუბნებოდით თავიდანვე, როცა ევროპის დროშა აღვმართე, ყველა დაგვცინოდა, მე ვამბობდი, რომ ჩვენ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქნელი ვიყავი, ახლა დაბრუნდა სიკორსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთად ვქმნიდით აღმოსავლეთ პარტნიორობას. აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაუდო საფუძველი ასოცირების ხელშეკრულებას. მე ვთქვი, რომ იქნებოდა ასოცირების ხელშეკრულება და ზუსტად მოეწერა ხელი ჩემი პრეზიდენტობის დასრულებისას, ერთ თვეში. ვამბობდი, რომ იქნებოდა უვიზო მიმოსვლა, მივიღეთ ის 1-2 წელიწადში. ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოეწერა ხელი, უკვე აღარ ვიყავი პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ ევროპარლამენტმა მიმიწვია თავის სესიაზე. უკვე უკანონო სისხლის სამართლის საქმეები იყო ჩემზე აღძრული და ფეხზე ამდგარი ევროპარლამენტი მომესალმა მე. რაღაცნაირად სასიამოვნო იყო, რომ მათ მაინც არ დაივიწყეს ჩემი ღვაწლი. მე ვამბობდი, რომ იქნებოდა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა ვამბობ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებთ ევროკავშირის წევრები, ორონდ მანამდე ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე. არ შეიძლება, ქართველი ხალხი იყოს დამცირებულ მდგომარეობაში, არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ერთი კაცის საკუთრება, საქართველო უნდა იყოს თქვენი სკაუთრება. ამიტომ ნუ უჯერებთ იმას, ვინც იძახის, რომ ახლა მთავარი ტაქტიკა იქნება დაშინება, დაშინება, დაშინება. ვაიმე, ესენი თუ არ იყვნენ, მაშინ ვინ, ესენი თუ არ იყვნენ რაღაც საშინელება დაიწყება – საშინელება კიარ დაიწყება, დაიწყება სწრაფი სვლა ევროპისკენ. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ამ გზიდან გადაგვიყვანოს და ევროპაც არავის მისცემს საშუალებას, რომ საქართველოს შიგნით ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს იქნება სრულიად ახალი ეპოქა, ჩვენ ეს საცობი უნდა მოვიშოროთ, ეს არის საცობი ჩვენი ევროკავშირის გზაზე და უნდა გავიდეთ ავტობანზე, ავტობანით შევიდეთ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ოთხ წელიწადში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მე არასდროს არაფერში მომიტყუებიხართ და არ გამიცრუებია თქვენი იმედი. მათ შორის ისიც გავაკეთე, რომ ჩემი სიცოცხლე გავრისკე,რადგან უზომოდ მიყვარდა და მიყვარს საქართველო, ჩემი ხალხი. ჩამოვედი ჩემი ხალხის დასახმარებლად, რამდენჯერმე პრაქტიკულად ამ მოგზაურობის დროს იყო პირდაპირი ფიზიკური მოსპობის საფრთხეც, მაგრამ მაინც ჩამოვედი, რადგან ეს იყო თქვენდამი ჩემი დაპირება, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩამოვალ და მაინც თქვენ გვერდზე ვიქნები. ახლა ჩემი დაპირებაა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯცებთ არჩევნებზე, ძალიან ფართო კოალიციით, ძალიან ფართო ფრონტით და აუცილებლად ერთად შევალთ ევროკავშირში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















