სამთავრობო ცვლილებები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 17:35 | 29.01.2024 ნანახია: 3752
სამთავრობო ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს, ისინი მოტივირებულები არიან გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი და გამდიდრდნენ თავად, - ამის შესახებ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება იმას, რომ მმართველ პარტიას აქვს სერიოზული.
„ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას. ცხადია, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მაგალითად ფასები დაიკლებს ხვალიდან, ფასების ზრდის პრობლემა ამით არ მოგვარდება, ცხადია არ მოგვარდება სამუშაო ადგილების პრობლემა, ცხადია არ მოგვარდება, რომ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული შემოსავალი და ცხადია არც ემიგრანტებისთვის არ იქნება ეს ცვლილებები შვება და არც ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ დაბრუნდება ქვეყანაში იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული გადაადგილება მოხდა „ქართულ ოცნებაში“. ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ემსახურება ხალხს, ისინი მოტივირებულები არიან გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი, გამდიდრდნენ თავად, აიშენონ ახალი სახლები, ვილები და არ მოემსახურონ ხალხს. შესაბამისად, ეს წელი არის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქისთვის და ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც უკავშირდება იმას, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემები და პრობლემები რომ აქვთ, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, რომ მომავალში გვქონდეს ღირსეული შემოსავალი, ღირსეული ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და ჩვენს ემიგრანტებსაც ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში, იშრომონ საქართველოში და ისე შეინახონ საკუთარი ოჯახები,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















