„თეგეტა ჰოლდინგი“ და „მთიელი წიგნები“ ახალგაზრდების განათლების მხარდასაჭერად
საქართველო, თბილისი - 14:26 | 30.01.2024 ნანახია: 1230
„თეგეტა ჰოლდინგი“ „მთიელ წიგნებს“ მაღალმთიანი რეგიონებისთვის წიგნების შეძენაში ეხმარება. განათლების მხარდასაჭერად ჰოლდინგი, ორგანიზაციასთან ერთად, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის 20-ზე მეტ სოფელში 400-მდე მოზარდს სასურველი წიგნით დაასაჩუქრებს და 10 სასკოლო ბიბლიოთეკას შეავსებს. თეგეტამ წიგნების დარიგება ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიან სოფლებში უკვე დაიწყო.
„მთიელი წიგნებისა“ და თეგეტას თანამშრომლობა პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში შედგა. ღონისძიებაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ბიზნესსექტორის მხარდაჭერის მოსაპოვებლად იდეები წარმოადგინეს, სადაც თეგეტას რჩეული „მთიელი წიგნები“ გახდა. ფორუმი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის მხარდაჭერა გაეროს მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - ხარისხიან განათლებას პასუხობს.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამის დასტური კი ის არაერთი პროექტია, რომლებზეც წლებია ვმუშაობთ. გვიხარია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლებში უამრავ ბავშვს გავახარებთ. დამატებით, სასკოლო ბიბლიოთეკებს შევავსებთ და უფრო მეტ მოზარდს ექნება წვდომა ლიტერატურაზე, რაც მათ წიგნებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღრმავებს. გვჯერა, რომ კომპანიის მხრიდან ეს არის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები, შედეგზე ორიენტირებული აქტივობა. გვიხარია, რომ „მთიელი წიგნების“ მასშტაბი ფართოვდება და „თეგეტა ჰოლდინგი“, ფაქტობრივად, კამპანიის დაწყების დღიდან რჩება მის მხარდამჭერად“.
„მთიელი წიგნების“ დაფუძნების იდეა ლაშქრობისას გაჩნდა, როდესაც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა თავიანთი თვალით ნახეს, რომ უამრავ სოფელში ახალგაზრდებს არ აქვთ წვდომა თანამედროვე ლიტერატურაზე, ახალ გამოცემებზე. განსაკუთრებით რთული ვითარება დახვდათ მაღალმთიან რეგიონებში. სწორედ აქედან დაიწყო „მთიელი წიგნების“ ისტორია.
„დაუბრუნე წიგნი მთას“ - ასე ერქვა პირველ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც რაჭაში მოგზაურობა დაიგეგმა და „მთიელ წიგნებს“ მეგზურობა „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაუწია. მათ რამდენიმე სოფელი მოიარეს და სკოლების ბიბლიოთეკები წიგნებით მოამარაგეს.
ერთობლივად დაგეგმილი მოგზაურობის პარალელურად, თეგეტამ „მთიელი წიგნები“ ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care-ზე განათავსა, რაც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს პროექტს.
ნათია დარჩია, „მთიელი წიგნების“ ჯგუფის წევრი: „დაახლოებით ორი წელია, რაც „მთიელი წიგნები“ არსებობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა მოიარა 230 სოფელი, დაასაჩუქრა 4 500 ბავშვი, მოამარაგა 93 ბიბლიოთეკა და მაღალმთიან რეგიონებს გადასცა 13 800 წიგნი. პროექტი სრულად მოხალისეობრივია. თავიდან ყველაფერს საკუთარი რესურსით, მეგობრების ან უცნობი ადამიანების დახმარებით ვაკეთებდით, რომლებიც თანამონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ. შემდეგ მხარდამჭერი კომპანიებიც გამოჩნდნენ, რის შედეგადაც 2023 წელს მაღალმთიანი რეგიონებისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნების რაოდენობა თითქმის გავასამმაგეთ. ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. დღეს, როცა ამ რიცხვებს ვუყურებთ, გვიკვირს, ნუთუ ეს ჩვენ შევძელით?! ისეთ სოფლებს ვირჩევთ, სადაც უგზოობისა და უტრანსპორტობის პრობლემაა და ვერც საკურიერო მომსახურებით ისარგებლებენ. გვსურს, მთელი საქართველო მოვიცვათ. ყველაზე ძლიერ მოტივაციას, რა თქმა უნდა, ის ბავშვები გვაძლევენ, ვისთანაც ჩავდივართ. საოცარ მოზარდებს ვხვდებით! მათი ანთებული თვალები გვეუბნება, რომ არ უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ და დავბრუნდეთ კიდეც“.
პროექტის ავტორებსა და მხარდამჭერებს სჯერათ, რომ წიგნებს მოზარდების ცხოვრების შეცვლა შეუძლია. „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით „მთიელი წიგნების“ გუნდს შესაძლებლობა ექნება, კიდევ რამდენიმე ასეული მოზარდი აზიაროს სასურველ წიგნებთან შეხვედრის სიხარულს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- „მეგობარი აქტი“ არის აბსოლუტურად მტრული აქტი, ამ შემთხვევაში ტრამპზე გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“ - ირაკლი კობახიძე
- ქვეყანა ღრმა კრიზისშია - ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას, ისე დასავლელ მეგობრებს, თითქოს არაფერი ხდება - გიორგი ვაშაძე
- სუს-ის ანგარიში მოსკოვშია დაწერილი - ანა ნაცვლიშვილი
- ვინმეს შეუვარდნენ და ფიზიკური ძალადობა იყო? რა მოხდა? ფიზიკური იძულება იყო? სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც - გურამ მაჭარაშვილი ჩხრეკებზე
საზოგადოება
- პაციენტებსა და მედპერსონალს საფრთხე არ ემუქრება, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ პაციენტზე - „თოდუას კლინიკა“
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
სამართალი
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
მსოფლიო
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
- Tegeta Construction Equipment-ი JCB-ს TOP 80 დილერს შორის მოხვდა - ბრიტანულმა ბრენდმა 80 წლის იუბილე აღნიშნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს