ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები - ეკა სეფაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:55 | 19.03.2024 ნანახია: 911„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების რიტორიკა საუკეთესო შემთხვევაში აგებულია ტყუილზე და როგორც წესი, მიზნად ისახავს ქვეყნის მავნებლობას. მათ საქმიანობას თუ გადავხედავთ, ეს არის ქვეყნის ღალატისკენ მიმართული დაუსრულებელი ქრონიკა. ასე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ვალი და ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, რომლებიც თავს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიად ასაღებდა - „ლელო“ იქნება, „გახარია“, „გირჩი“ თუ სხვა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის აღნიშნული წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და მათი ნარატივი თავიდან ბოლომდე აგებულია ტყუილზე, ფაქტებით მანიპულაციასა და დემაგოგიაზე.
„მათი გასამართლება მთელი საზოგადოების ინტერესშია იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელმაც სისტემურ დანაშაულებს ჩაუყარა საფუძველი, დღემდე აგრძელებს მავნებლობას და დღემდე ცდილობს ქვეყანას ავნოს, ქვეყანას ავნოს იმ ტყუილი განცხადებებით, როგორიცაა მაგალითად, ვითომ რომ ქვეყანა არის „შავი ხვრელი“ სანქციებისაგან თავის არიდების მცდელობაში, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად აბსოლუტურად და ცალსახად დადგინდა, რომ საქართველო გვერდს არ უვლის სანქციებს და არც სხვას აძლევს ამის საშუალებას. ცდილობენ ფაქტებით მანიპულირებას და ქვეყნის ომში ჩართვას დემაგოგიის და სხვადასხვა ტყუილის გავრცელების გზით, ისეთით, როგორიცაა, მაგალითად: ხალხის გაჭირვებაზე აპელირება და ვითომ მათ გასაჭირზე წუხილი. სინამდვილეში, მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის განვითარება და არც ხალხის გასაჭირი. ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ ეს არის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა, იმიტომ რომ ლეგიტიმურად, არჩევნების გზით მათ შანსი არ აქვთ შეცვალონ ხელისუფლება. ასე, რომ ჩვენი მისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ამ რეჟიმის გასამართლება. არჩევნებამდე მოხდება ეს თუ არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება სალომე ზურაბიშვილის ქმედებაზე - შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ანუ დაავალებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. უნდა დამთავრდეს ეს ტყუილი, რომელიც მიმართულია ქვეყნის არევისკენ. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს რეალური ოპოზიცია, რომელსაც მართლა აინტერესებს ქვეყნის განვითარება და იზრუნებს სწორედ იმ სოციალური სერვისების განვითარებაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ჩვენთან ერთად, განსაზღვრავს და ვახორციელებთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















