ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 16:53 | 23.04.2024 ნანახია: 2433
ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც - ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით.
„ჯოსეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. კანონია განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს - კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა.
დემოკრატიული პროცესი ასე წარიმართება, ასეა ყველა ქვეყანაში - არის პარლამენტი, უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს რომ კანონი არის ცუდი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა.
„მაგალითად, კობი-ქვეშეთის საავტომობილო გვირაბის პროექტისთვის ჩვენ ავიღეთ სესხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უცხოური ძალა, კონკრეტული ორგანიზაცია იყო ჩართული კონკრეტული ინტერესის გატარებაში და ეს უცხოური ინტერესი იყო ის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, შესაბამისად, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა, პირიქით. საქართველოს ხელისუფლება არის გერმანიისთვის და ამერიკისთვის უცხოური ძალა. ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყანა საქართველოსთვის არის უცხოური ძალა, ეს ფაქტის კონსტანტაციაა. ინტერესებიც არის ფაქტის კონსტანტაცია, ფულს მიყვება ინტერესები, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა და ინტერესების გატარებაც, როცა ფულს იღებ და უზრუნველყოფ შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ესეც ფაქტის კონსტანტაციაა. ანუ აქ ბრენდირებასაც კი არ აქვს ადგილი, შესაბამისად აქ საერთოდ არგუმენტი არ არსებობს. უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია, ანუ ეს არ არის არგუმენტი.
ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩის დემარში იყო, წითელი ხაზიაო ასე თქვეს, 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იყო ტყუილი მესიჯი, რომ თითქოსდა ვკლავდით სააკაშვილს. აქაც ხდება იგივე, ტყუილია, რომ ვითომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ ევროკავშირის მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იმიტომ რომ დარაზმული იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ბოლომდე, სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ტყუილი, არ კვდებოდა, სიმულირებდა და შესაბამისად, რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, ეს აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც კანონზე რომ გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ესეც არის ტყუილი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















