კახა კახიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 19:16 | 15.03.2016 ნანახია: 2142სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოსა და სომხეთში იოჰანეს დაუმას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ გატარებული რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და თანამედროვე სისტემის შექმნას ემსახურება.
მინისტრის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სათანადოდ აღჭურვილი დაბალი და მაღალი რისკის დაწესებულებები გაიხსნა. გარდა ამისა, შეხვედრაზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ საქართველოს პრობაციის სისტემა რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებულია. ამ კუთხით საქართველო საკუთარ გამოცდილებას მეზობელ სახელმწიფოებსაც უზიარებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე, რომელიც საქართველოში ახლახან დაინერგა და საწყის ეტაპზე არასრულწოვანთათვის სასჯელის ახალი სახის - შინაპატირმობის განსაზღვრას გულისხმობს. სამომავლოდ დაგეგმილი შინაპატიმრობის დანარჩენ მსჯავრდებულებზეც გავრცელება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს მსჯავრდებულთა რაოდენობას.
„დღევანდელ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში. პრობაციისა და პენიტენციური დაწესებულებების კუთხით ნიდერლანდებს სამაგალითო სისტემა აქვს. მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. განვიხილეთ ელექტრონული მონიტორინგის საკითხი და ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო ნოვაციები, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საშუალებას შევამციროთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და მეორეს მხრივ ახალი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვაში დაგვეხმარება. ნიდერლანებს ამ კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება აქვს“ - განაცხადა კახა კახიშვილმა და პენიტენციურ ჯანდაცვაზეც გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა ელჩს იმ სამედიცინო სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის არის ხელმისაწვდომი, მათ შორის ც ჰეპატიტის და ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამები. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობა ისეთი თანამედროვე პრეპარატით ხორციელდება, როგორიც სოფოსბუვირია. კახა კახიშვილის განცხადებით ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია.
ნიდერლანდების სამეფოს ელჩის განცხადებით, ქართული სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება. იოჰან დაუმამ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ნიდერლანდების შესაბამის უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ძალიან ღია, პროდუქტიული და საქმიანი შეხვედრა გვქონდა. მოსაზრებები გავცვალეთ კონკრეტულ საჭიროებებზე და თანამშრომლობის კუთხით სამომავლო აქტივობებიც დავგეგმეთ. მინისტრს გავუზიარეთ რა პრობლემებიც არსებობს ჰოლანდიაში და როგორ შეიძლება პატიმრების პირობების გაუმჯობესება. პატიმრების პირობების გაუმჯობესებაში ვგულისხმობ როგორც მათ უსაფრთხოებას, ისე რესოციალიზაციას და საზოგადოებაში მათ დაბრუნებას. სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ჰოლანდიის მთავრობას თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ. დღეს ვისაუბრეთ, იმაზე, თუ რა პერსპექტივები არსებობს მომავალი თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, იოჰან დაუმამ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ნიდერლანდების შესაბამის უწყებას შორის თანამშრომლობის გამოცდილება უკვე არსებობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წლის დასაწყისში სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა, სპორტული ინვენტარი და ბადრაგირების ავტომობილები გადმოეცა. ახლო მომავალში კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის, დეტექტორების და სხვა აღჭურვილობების გადმოცემა იგეგმება.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















