პატრიარქი კლინიკაშია გადაყვანილი, მდგომარეობა პრობლემური, თუმცა სტაბილურია - საპატრიარქო

საქართველო, თბილისი - 08:56 | 17.03.2026
ნანახია: 32

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე