მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
საქართველო, თბილისი - 16:58 | 24.03.2026 ნანახია: 2082
UFC-ს ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი გახდა. საერთაშორისო მასშტაბის ქართველი სპორტსმენი ავტოსფეროს ლიდერი კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში ჩაერთვება. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი „თეგეტას“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა და ქართველმა ჩემპიონმა მოაწერეს ხელი. პარტნიორობა იმ პრინციპებზე დგას, რაც ორივე მხარისთვის ფუნდამენტურია - მუდმივი განვითარება, მაღალი ხარისხი და შეუჩერებელი შრომა მიზნის მისაღწევად.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ მერაბ დვალიშვილი „თეგეტას“ დიდი ოჯახის წევრი გახდა. ჩვენთვის მერაბი იმ შეუპოვრობის სიმბოლოა, რომელზედაც ჰოლდინგი უკვე სამი ათეული წელია შენდება. ეს არის გამძლეობა, მუდმივი თვითგანვითარება და ამბიცია, იყო პირველი შენს სფეროში. მერაბ დვალიშვილი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ გამართული მუშაობითა და სწორი ღირებულებებით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია.
თანამედროვე ბრენდებისთვის პარტნიორობა მხოლოდ კომერციული შეთანხმება აღარ არის, ის საერთო ღირებულებებისა და ხედვის თანხვედრაა. სწორედ ასეთ კავშირს ქმნის „თეგეტა“ ქართველ სპორტულ ვარსკვლავთან, მერაბ დვალიშვილთან, რომელიც დღეს ძლიერი პერსონალური ბრენდია. შესაბამისად, ეს მეგობრობა ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე მარკეტინგული გადაწყვეტილება.
გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ახალ ენერგიას მოიტანს როგორც ჩვენი გუნდის, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის“.
მერაბ The Machine დვალიშვილი „თეგეტას“ აქტივობებში მთელი ჰოლდინგის მასშტაბით ჩაერთვება. თანამშრომლობა შეეხება როგორც საიმიჯო პროექტებს, ისე კომპანიის მიზნებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კამპანიებს. პარტნიორობის ფარგლებში „შეუჩერებელი მანქანა“ „თეგეტას“ ინოვაციურ მიდგომებსა და განვითარების დინამიკას წარმოაჩენს.
თავად ჩემპიონისთვის ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიასთან მეგობრობა ბუნებრივი გაგრძელებაა იმ გზისა, რომელიც მან პატარა ნაბიჯებით, თუმცა დიდი მიზნებით დაიწყო. ამბობს, რომ ამ სათქმელის მიტანა განსაკუთრებით ახალ თაობამდე სურს. თანამშრომლობის ერთ-ერთი ხაზიც სწორედ ახალგაზრდების მოტივირება იქნება.
მერაბ დვალიშვილი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია „თეგეტასთან“ თანამშრომლობა. ორივემ პატარა საქმით და დიდი მიზნებით დავიწყეთ საქმიანობა. როდესაც ვშრომობთ, ეს ყოველთვის ფასდება, მაგრამ მთავარი გამუდმებით წინ სიარულია. ეს არის ჩემი წარმატების ფორმულა, რომელსაც ახლა, „თეგეტასთან“ ერთად, სხვებსაც გავუზიარებ.
ყველგან, სადაც შანსი მეძლევა, ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ, მაქსიმუმი გააკეთონ მიზნის მისაღწევად და როდესაც შედეგი დადგება, ახალი ამოცანა დაისახონ.
ეს არის გზა, რომელიც ავირჩიე. შესაბამისად, არ ვაპირებ გაჩერებას, ისევე როგორც „თეგეტა“, რომელიც სულ ვითარდება. ახლა ჩვენი მეგობრობით ერთმანეთს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“.
The Machine-სა და „თეგეტას“ შორის პარტნიორობა განსაკუთრებით სიმბოლურია ახლა, როდესაც მერაბ დვალიშვილი კარიერის მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის ემზადება.
წინ პრინციპული დაპირისპირებებია: 18 აპრილს RAF-ის (Real American Freestyle) მთავარი შეხვედრის მონაწილე იქნება. პარალელურად, ქართველი მებრძოლი პიოტრ იანთან ტრილოგიისთვის ემზადება, სადაც სასწორზე საჩემპიონო ქამარი დევს. „თეგეტა“, როგორც მერაბ დვალიშვილის გულშემატკივარი და ახლა უკვე პარტნიორი, ამ გადამწყვეტ ეტაპზე სპორტსმენის გვერდით იქნება.
ყოველ მიღწევას ახალი მიზნები უნდა მოჰყვეს - ასეთია მიდგომა, რომელიც „თეგეტასა“ და მერაბ დვალიშვილს აერთიანებს. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც წარმატებული სპორტსმენი ოქტაგონზე გადის და რომლითაც „თეგეტა“ ბაზარზე ოპერირებს - მუდმივი წინსვლა და მოძრაობა, რომელიც შეუჩერებელია.
--
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















